„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

10
ლიბერთი ბანკმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების კამპანია „არაჩვეულებრივი გზავნილი“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ფულადი გზავნილების ციფრულ ბანკში განაღდებისას, განსაკუთრებულ კურსთან ერთად დამატებითი სარგებელი მიიღონ.
კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით 6 აპრილიდან 1 ივლისამდე განაღდებულ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შემდეგი საჩუქრები:
ყოველი მე-500 გზავნილი იქნება მოგებიანი – მომხმარებელი გაიორმაგებს განაღდებულ გზავნილს მაქსიმუმ 5,000 ლარის ოდენობით.
კამპანიის დასრულებისას გამოვლინდება მთავარი გამარჯვებული – მომხმარებელი, რომელიც კამპანიის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ გაანაღდებს საერთაშორისო ფულად გზავნილს, მიიღებს სუპერ პრიზს – 7,000 ლარს.
კამპანიის დეტალურ პირობებს ბანკი ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს: https://shorturl.at/kZSql
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს