ირანი და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

0
ირა­ნის უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა გას­ცა და­ვა­ლე­ბა, რომ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყოფ­მა ცე­ცხლი შე­წყვი­ტოს, – CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.
“ეს ომის და­სას­რუ­ლი არ არის, მაგ­რამ ყვე­ლა სამ­ხედ­რო შტო უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ბრძა­ნე­ბას და შე­წყვი­ტოს ცე­ცხლი“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ირა­ნის გამ­დიდ­რე­ბულ ურან­ზე იდე­ა­ლუ­რად იზ­რუ­ნე­ბენ.
“მას­ზე იდე­ა­ლუ­რად იზ­რუ­ნე­ბენ, სხვაგ­ვა­რად არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი“, – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა „ფრანს-პრესს­თან“ სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რისი გა­კე­თე­ბა იგეგ­მე­ბა გამ­დიდ­რე­ბულ ირან­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ამას­თან, კი­თხვა­ზე, არის თუ არა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა გა­მარ­ჯვე­ბა, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა უპა­სუ­ხა :
“ეს არის სრუ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა. 100 პრო­ცენ­ტით. კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს“, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.
მისი თქმით, არ­სე­ბობს 15-პუნ­ქტი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის უმე­ტეს ნა­წილ­ზეც შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. ვნა­ხოთ, მი­აღ­წევს თუ არა წარ­მა­ტე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.
აშშ-სა და ირანს შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გრძელ­დე­ბა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.
ამას­თან, CNN-ს ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო პრესს­პი­კერ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლი ირან­ში დარ­ტყმებს კვლავ ახორ­ცი­ე­ლებს. მა­ნამ­დე, თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლია და და­თან­ხმდა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში და­ბომბვას შე­ა­ჩე­რებს.
ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დარ­ტყმე­ბი გრძელ­დე­ბა იე­რუ­სა­ლიმ­შიც. ქა­ლაქ­ში მყო­ფი BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი გა­ი­გო­ნეს და მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.
სი­რე­ნე­ბის ხმა ის­მო­და ბაჰ­რე­ინ­შიც, სა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­სახ­ლე­ო­ბას თავ­შე­საფ­რებ­ში გა­დას­ვლის­კენ მო­უ­წო­და. კა­ტა­რის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ი­გე­რი­ეს რა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ირა­ნი­დან შე­სუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და დრო­ნე­ბის მო­გე­რი­ე­ბა.
სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ბოლო ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სულ მცი­რე ორი გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლეს.
შე­გახ­სე­ნებთ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ირა­ნი ცე­ცხლის ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­წყვე­ტა­ზე შე­თან­ხმდნენ.
ტრამ­პის მტკი­ცე­ბით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა იმ პი­რო­ბით და­ი­დო, რომ ირა­ნი ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის ხე­ლახ­ლა გახ­სნას და­თან­ხმდე­ბა.
„პა­კის­ტა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ შეჰ­ბაზ შა­რიფ­თან და ფელდმარ­შალ ასიმ მუ­ნირ­თან სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც მათ მო­ი­თხო­ვეს, რომ ირან­ში გაგ­ზავ­ნი­ლი და­მან­გრე­ვე­ლი ძა­ლე­ბი შე­ვა­ჩე­რო იმ პი­რო­ბით, რომ ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა და­თან­ხმდე­ბა ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის სრულ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უსაფრ­თხო გახ­სნას, ვთან­ხმდე­ბი, ირა­ნის და­ბომბვა და თავ­დას­ხმა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვა­ჩე­რო. ეს იქ­ნე­ბა ორ­მხრი­ვი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა!“, – და­წე­რა ტრამპმა Truth Social-ზე.
მა­ნამ­დე დო­ნალდ ტრამპმა ირანს შე­თან­ხმე­ბის და­სა­დე­ბად დრო სამ­შა­ბათს, სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე (თბი­ლი­სის დრო­ით ოთხშა­ბა­თი, 4:00 სა­ა­თი) მის­ცა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ირანს ხი­დე­ბი­სა და ელექტრო­სად­გუ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით და­ე­მუქ­რა.