სერგო ჩიხლაძე: თუ ასეთი წარმატებული იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონმა ჯუანშერმა დააშავა რამე, რომ გაუშვეს?! ცოტა უცნაური არის

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ირაკლი კობახიძის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.
“პროცედურებში, კომიტეტებში და საპარლამენტო საქმიანობაში “სტრატეგია აღმაშენებელი” აქტიურად არის ჩართული, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ ექნება, ხმას არ მივცემთ ირაკლი კობახიძის მთავრობას ისევე, როგორც წინა მთავრობას არ მივეცით. საკვირველია, თუ ასეთი წარმატებული იყო ბატონი , ბატონმა ჯუანშერმა დააშავა რამე, რომ გაუშვეს?! ცოტა უცნაური არის”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ