ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიის სამ ქალაქში გაიმართება

იაპონიის ქალაქებში – საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებს და ღვინის ექსპერტებს.
მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და იაპონელ მომხმარებლებს გააცნონ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უნიკალური ყურძნის ჯიშები და მეღვინეობის ტრადიციები, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნით და ავთენტიკური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ღვინო, თავისი მრავალფეროვანი გემოებით და ტრადიციული წარმოების მეთოდებით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს