ლელო-ძლიერი საქართველო ითხოვს, ანაკლიის პორტს დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას

ლელო ძლიერი-საქართველო ითხოვს, რომ ანაკლიის პორტი ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადდეს და მას -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას. კოალიციის განცხადებას მისი გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.
“ანაკლიის პორტს შეუძლია, გარდამტეხი როლი ითამაშოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისთვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს, როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი. სწორედ ამიტომ, საჭიროა ანაკლიის პროექტის რეალური განხორციელება და არა იმიტირებული პროცესი […]
ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დღეს სახელმწიფო შემდეგ პოლიტიკურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და იძლეოდეს საჯარო, მკაფიო ვალდებულებებს:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად და ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად უნდა გამოცხადდეს;
პროექტში წამყვანი როლი ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს უნდა მიენიჭოს და არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან;
ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს;
სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა გაჩნდა, რომელსაც ტრამპის გზა ეწოდა. ამ გზამ საქართველოს გვერდი ვერ უნდა აუაროს. ამის განხორციელება კი მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებითაა შესაძლებელი, რაც ტრამპის გზის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ყველა ჩართულ მხარეს მივმართავთ, ანაკლიის პორტს პრეზიდენტ ტრამპის სახელი დაერქვას და ის დასავლური სამყაროსთვის ტრამპის გზის კარიბჭე გახდეს – რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას”. – ნათქვამია ლელო-ძლიერი საქართველოს განცხადებაში.
კუპრაძე ამბობს, რომ მის კოალიციას გეგმა აქვს, რომელიც ანაკლიის პორტის სწრაფად აშენებას უზრუნველყოფს.
“ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავეც უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება. ლელო-ძლიერი საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა და გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის სწრაფად აშენებას და მასთან ერთად “ანაკლია სითის” განვითარებას, რომელიც საქართველოსთვის ათეულობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის”. – თქვა კუპრაძემ.
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გაფორმდა
ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმი ჩაერთვება