რუსეთის ქალაქ ასტრახანში 5-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

რუსეთის ქალაქ ასტრახანის ცენტრში ჩამოინგრა 5-სართულიანი სახლის 2 სადარბაზო. საგამოძიებო კომიტეტმა მიზეზად დაასახელა ერთ-ერთ ბინაში დარღვევებით წარმოებული სარემონტო სამუშაოები.
სახლის ნაწილი 16 ნოემბერს, გვიან საღამოს დაინგრა. ღამით ადგილობრივი ხელისუფლება იუწყებოდა, რომ დაიღუპა 1 და დაკარგულად ითვლება რამდენიმე ადამიანი. დღეს დილით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ სახლის მცხოვრებთა სიის მიხედვით ყველა მათგანის ადგილსამყოფელი დადგენილია და ნანგრევებში არავინ იმყოფება. ევაკუირებულია 213 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები შენობაში გაზის აფეთქების შესახებ, თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ წინასწარი ვერსიით, სახლის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოებისას მზიდი კონსტრუქციების დაზიანებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ