Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა

ეკიპაჟი დედამიწას რეკორდული მანძილით დაშორდა და მთვარეს შემოუარა — Artemis 2-ის მთავარი მიზანი მიღწეულია!
ფოტო: NASA
5
წაკითხვა
2026 წლის 6 აპრილს, ღამით, NASA-ს Artemis 2 მისიის ეკიპაჟი ისტორიაში შევიდა — 50 წლის შემდეგ პირველად, ადამიანმა მთვარეს შემოუარა. ეს ოთხმა ასტრონავტმა შეძლო: რიდ ვაისმანმა, ქრისტინა კოხმა, ვიქტორ გლოვერმა და ჯერემი ჰანსენმა.
ეკიპაჟის კაფსული, სახელად Integrity, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში უვლიდა გარს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს. მთვარესთან ყველაზე ახლოს — მთვარის ზედაპირიდან 6 545 კილომეტრ მანძილზე — ისინი 7 აპრილს, 03:00-ისთვის, მივიდნენ. შემოვლის დროს დაამყარეს რეკორდიც და დედამიწას 406 771 კილომეტრით დაშორდნენ. წინა რეკორდი Apollo 13-ს ეკუთვნოდა 1970 წელს.
“ამ მომენტით გვინდა, ეს და მომავალი თაობა გამოვიწვიოთ, რათა ეს რეკორდი დიდხანს არ შენარჩუნდეს”, — თქვა ჰანსენმა.
გაფრენისას ეკიპაჟი დეტალურად გაწერილ გეგმას მიჰყვებოდა. მათი მთავარი სამიზნე ე. წ. აღმოსავლეთის აუზი იყო — თითქმის 1000 კილომეტრი სიგანის კრატერი, რომელსაც მთვარის დიდ კანიონსაც უწოდებენ. ეს ადგილი მზის შუქზე ადამიანის თვალს აქამდე არასოდეს უნახავს.
მეთაურმა ვაისმანმა აღნიშნა, რომ კრატერს საოცრად ზუსტი წრიული ფორმა აქვს. თქვა ისიც, რომ კრატერის რგოლი ჩრდილოეთით უფრო ფართო და მუქი იყო, სამხრეთით კი — შედარებით ღია.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ის იყო, რომ ეკიპაჟმა მზის სრულ დაბნელებას უყურა უნიკალური ადგილიდან. მთვარე მათი ხედვის არეალის დიდ ნაწილს იკავებდა, ამიტომ მზე დაახლოებით 53 წუთის განმავლობაში იყო დაფარული. შედარებისთვის, დედამიწიდან დანახვისას ნებისმიერი დაბნელების მაქსიმალური ხანგრძლივობა მხოლოდ 7.5 წუთია.
“მზე მთვარის უკან გავიდა, გვირგვინი ისევ ხილვადია და ჰალოს წარმოქმნის თითქმის მთლიანი მთვარის გარშემო. ვაუ — ეს საოცარია”, — აღწერა გლოვერმა.
ეკიპაჟმა, სხვათა შორის, უსახელო კრატერებისთვის სახელების შერქმევაც მოისურვა. უნდათ, რომ ერთს თავიანთი კაფსულის მსგავსად Integrity შეარქვან, ხოლო მეორეს კი ქეროლი — სახელი ვაისმანის ცოლისა, რომელიც 2020 წელს სიმსივნემ იმსხვერპლა. ფრენის მართვის ცენტრი ინიციატივას თბილად გამოეხმაურა: “კრატერები Integrity და Carroll, ყველაფერი გასაგებია”.
Artemis 2 პირველი მისიაა 1972 წლის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები დედამიწის ორბიტის მიღმა გავიდნენ. შემდეგი ნაბიჯი უკვე მთვარეზე დაჯდომა იქნება Artemis 3-ის ფარგლებში.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?5794 ნახვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს5218 ნახვა
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?3073 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ2350 ნახვა
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს2082 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
მეცნიერება
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი

როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
ტექნოლოგიები
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
კოსმოსი
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება