ფოტო: NASA
16
წაკითხვა
2026 წლის 6 აპრილს, ღამით, NASA-ს Artemis 2 მისიის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა — მთვარის მისიის მთავარი მიზანი შესრულდა. ასტრონავტები ამით ისტორიაშიც შევიდნენ: 50 წლის შემდეგ პირველად, ადამიანმა მთვარეს შემოუარა.
მთვარის შემოვლა დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა. მთვარესთან ყველაზე ახლოს — მთვარის ზედაპირიდან 6 545 კილომეტრ მანძილზე — ეკიპაჟი 7 აპრილს, თბილისის დროით 03:00-ისთვის, მივიდა. შემოვლა მათ 05:20-ისთვის დაასრულეს, აქედან კი Artemis 2 მისია ახალ ფაზაში შევიდა: ეკიპაჟი დედამიწისკენ ბრუნდება.
დედამიწის ორბიტიდან მთვარისაკენ წასასვლელად თავიდან კოსმოსური ხომალდის მთავარი ძრავა აამუშავეს, თუმცა მთვარის შემოვლის შემდეგ ეკიპაჟი ბუნებრივად, მთვარის გრავიტაციის დახმარებით — თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორიით — ბრუნდება პლანეტაზე.
მთვარის შემოვლის შედეგად ინერციამ Integrity კაფსული და მისი ეკიპაჟი დედამიწისაკენ გამოტყორცნა. ამისთვის ძრავის დიდი ინტენსივობით ამუშავება საჭირო არ ყოფილა. ეკიპაჟი დედამიწაზე პარასკევს, 10 აპრილს, საღამოს საათებში, დაბრუნდება. ასტრონავტები პარაშუტის დახმარებით დაეშვებიან სან-დიეგოს სანაპიროზე.
ამით დასრულდება Artemis 2 მისია, თუმცა ეს ახალი თავის დასაწყისიც იქნება — Artemis 3 მისიის. ეკიპაჟიანი მისია 2027 წლისთვის იგეგმება. მის ფარგლებში კოსმოსური ხომალდების შეხვედრასა და შეპირაპირებას გამოცდიან დედამიწის ორბიტაში. თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდება, NASA სხვა მისიის, Artemis 4-ის, ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე დადგამს ფეხს 2028 წლის ბოლოს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო აქ ბაზის აშენებასაც დაიწყებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?5810 ნახვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს5231 ნახვა
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?3086 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ2351 ნახვა
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს2088 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
კოსმოსი
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
გადახედვა
მეცნიერება
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
მეცნიერება
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
ხელოვნური ინტელექტი
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
ტექნოლოგიები
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?