უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულები არიან ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, რომლებიც აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.

მათივე ცნობით, ჟვანია და წიკლაური “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

“ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!” – წერია მათ განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა თქვა, რომ ჯარისკაცები აღმოსავლეთით დავალებაზე იყვნენ გასულები, რა დროსაც აფეთქებას ემსხვერპლნენ.
“გუშინ, გამთენიისას აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ისინი “ქართული ლეგიონის” ძველი მებრძოლები იყვნენ, ძალიან ერთგული ადამიანები, დიდი გამოცდილება ჰქონდათ ომში”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი. მისივე ცნობით, იგეგმება ჯარისკაცების საქართველოში გადმოსვენება: “ახლა ექსპერტიზა უტარდებათ, შემდეგ გადმოასვენებენ კიევში და აქ იქნება გამომშვიდობება”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა