უკრაინა აცხადებს, რომ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო კატარღა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ 1 თებერვლის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის შედეგად ს შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ნავი „ივანოვეცი“ გაანადგურეს.

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის დაზვერვა აზუსტებს, რომ გემი ანექსირებულ ყირიმში რეიდზე იმყოფებოდა დონუზლავის ტბაში, სადაც ის პირდაპირი დარტყმის შედეგად ჩაიძირა.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი იარაღი გამოიყენეს ოპერაციის დროს. უკრაინული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ხომალდს კატარღები უახლოვდებიან, რის შემდეგაც ძლიერი აფეთქება ხდება.
რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.