ჟურნალისტი, , კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,აქაური პოლიტიკურ–ექსპერტული საზოგადოება ჯიუტად არ იმჩნევს პროცესს, რომელიც ხელის გულზე დევს.
დღეს ქოცებმა დააინიცირეს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამკაცრების ნაცვლად ამსუბუქებენ. ყოველ შემთხვევაში, საელჩოებისთვის და მათ თანხების ხარჯვას აღარ აუკრძალავენ.
სხვათა შორის, ამის შესახებ ვთქვი 5 დღის წინ ჩემს ვიდეოში თემაზე – რატომ დაურეკა რუბიომ კობახიძეს. მას შემდეგ კობახიძე უბრალოდ გაუჩინარდა. ერთადერთი დებატებში გამოჩნდა ჰესების თემაზე. არ ვიცი, ნუთუ ასე ძნელია ანალიზი, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს შტატებსა და ქოცებს შორის? როდემდე უნდა ამტკიცოთ დაჟინებით, რომ ირანთან დაკავშირებით დაურეკა რუბიომ კობახიძეს?

