გერმანიაში აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების, ორგანიზებით გაიმართა და აღნიშნული პროტესტის მიზანია დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
გერმანული მედიის ინფორმაციით, აეროპორტების თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო, ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი რეისი გადაიდო, რის გამოც დაახლოებით 200 000 მგზავრი დაზარალდა. გაფიცული თანამშრომლები ხელფასის მატებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ