“ჰედა გაბლერი” რუსთაველი თეატრის სცენაზე – ამბავი მებრძოლ ქალზე და მის ერთი შეხედვით მოსაწყენ ცხოვრებაზე მაყურებელი ახალი სეზონის პროგრამაშიც ნახავს

“ჰედა გაბლერის” სამწლიანი ანშლაგი – 2021 წლიდან რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმული სპექტაკლი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც მაყურებელი ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით დადგმულ არცერთ წარმოდგენას არ ტოვებს.
“ჰედა გაბლერის” ქართული ვერსია აკადემიური თეატრის სცენაზე რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა დადგა და ერთმოქმედებიან სპექტაკლში მთავარი გმირის ცხოვრებისეული დრამა მსახიობების ოსტატობის ხარჯზე გადმოსცა.
ჰედა გაბლერი გენერლის განებივრებული ქალიშვილია, რომლისთვისაც მეცნიერ ქმართან თანაცხოვრება მოსაწყენია, ხოლო ქორწინება უსიყვარულო კონტრაქტია. იბსენის პიესა პირველად 1891 წელს დაიდგა, მთავარი გმირის, ჰედას, პერსონაჟი კი მსოფლიო თეატრალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესასრულებელ დრამატულ როლად ითვლება.
მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელს მთავარ გმირზე წარმოდგენა მუდმივად ეცვლება, თუმცა რჩება მთავარი – ჰედა გაბლერი მეამბოხეა, რომელიც უჯანყდება იმას, რაც სძულს.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას