NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ

ფოტო: NASA
33
წაკითხვა
50 წლის შემდეგ პირველად, NASA-ს Artemis 2 მისიის ფარგლებში ადამიანები მთვარეს მიუახლოვდებიან.
მისიის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი მთვარეს შემოუვლის. პირდაპირი ტრანსლაცია 6 აპრილს, თბილისის დროით 21:30-ზე, დაიწყება და 7 საათს გაგრძელდება. ეკიპაჟი დედამიწას ყველაზე დიდი მანძილით 7 აპრილს, ღამის 3 საათისთვის, დაშორდება.
NASA-ს ლაივის ყურება სააგენტოს ოფიციალურ YouTube გვერდზე აქედანვე შეგიძლიათ:
კოსმოსური სააგენტო ამისათვის სხვა გზებსაც გვთავაზობს, NASA+ სტრიმინგ სერვისი იქნება ეს, NASA-ს აპლიკაცია თუ მათი სხვა სოციალური ქსელების გვერდები.
ცნობისთვის, მთვარის “გავლენის სფეროში” Artemis 2-ის ეკიპაჟმა 6 აპრილს, დილით, შეაღწია — ამ დროისთვის უკვე ხომალდზე მთვარის გრავიტაცია უფრო ზემოქმედებდა, ვიდრე დედამიწის. ამ ეტაპს ეკიპაჟმა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ მიაღწია, მთვარიდან დაახლოებით 63 ათას კილომეტრზე.
შემდეგი — და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი — ნაბიჯი უკვე მთვარის შორეული მხარის შემოვლაა, რომელსაც ახლა ველოდებით.
ეს მსოფლიო რეკორდიც იქნება — აქამდე ადამიანი დედამიწიდან ასე შორს არასდროს ყოფილა. აპოგეაში (მთვარის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე შორსაა დედამიწიდან) ყოფნისას ასტრონავტები ჩვენი პლანეტიდან თითქმის 407 ათასი კილომეტრით იქნებიან დაშორებულნი. წინა რეკორდს, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის ფარგლებში დამყარდა, ისინი 6437 კილომეტრით გადააჭარბებენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?5663 ნახვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს5157 ნახვა
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება3496 ნახვა
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?2950 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ2317 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
გადახედვა
მეცნიერება
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
გადახედვა
ტექნოლოგიები
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
კოსმოსი
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება