ინგლისის Fa Cup-ის მეოთხედფინალში გიორგი მამარდაშვილის “ლივერპული” გასვლაზე “სიტისთან” 0:4 განადგურდა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა.
Sky Sports წერს, რომ მატჩის დასრულების შემდეგ “მერსისაიდული” კლუბის ხელმძღვანელობა შეიკრიბა და გუნდის მწვრთნელის არნე სლოტის მომავალზე იმსჯელა.
აქამდე იწერებოდა, რომ ნიდერლანდელი “ენფილდზე” მომავალ სეზონში ნებისმიერ შემთხვევაში იმუშავებდა, თუმცა ახლა გადაწყვეტილება შეიცვალა. სლოტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს პოსტს, თუ “ლივერპული” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ჩვენებურის გუნდს ევროპის ყველაზე პრესიტჟულ ტურნირზე მოხვედრა სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებით შეუძლია, სადაც მეოთხედფინალშია გასული და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის დაუპირისპირდება.
ინგლისური გრანდი ამის შანსს პრემიერ ლიგიდანაც ინარჩუნებს, სადაც ამჟამად მეხუთე პოზიციაზეა და უდიდესი ალბათობით, მეხუთე ადგილი მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად საკმარისი იქნება.