აშშ-ის ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია. რობინ დანიგანს სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამერიკის ელჩს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დაათვალიერებინა შენობა, გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა, ისტორია, მოგვიანებით კი ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს თანამშრომლობა, არაერთი პროექტი ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ურთიერთობა სხვადასხვა ინსტიტუციებთან, არასამთავრობო სექტორთან. შესაბამისად, დღეს ელჩის საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტის დროს ჩვენ ვისაუბრებთ მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე,” – აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები