ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.42 თეთრით. პირველი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6771 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8902 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.
