მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება – წაშლილია მისი ძველი დეკლარაციებიც

მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება | წაშლილია მისი ძველი დეკლარაციებიც 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ნათქვამია, რომ სუს-ის უფროსსა და მის მოადგილეებს დეკლარაციის წარდგენა ევალებათ, თუმცა არც მდინარაძეს და არც მის მოადგილეებს დეკლარაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არ წარუდგენიათ
💬 “ვინაიდან [აღნიშნული] თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს. ვაზუსტებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციები წარდგენილი არ არის. როგორც სამსახურის უფროსის, ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები შევსებულია და წარდგენილია შესაბამის უწყებაში” | უთხრეს მთავარს სუს-ში