ირაკლი მელაშვილი: ორ ფეხზე დგომით და ღირსებით არა?! ფუი თქვენი…

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,ხელისუფლება რომელიც იმას გააკეთებს, რაც ოცნების მთავრობამ აფგან მუხთარლის მიმართ ჩაიდინა, არ შეიძლება რაიმე მინიმალური პრეტენზია ჰქონდეს წესიერებაზე და ღირსებაზე! საერთოდ არ აქვს აქ მნიშვნელობა ამ ადამიანის არც ეროვნებას, არც მოქალაქეობას და არც მის პოლიტიკურ შეხედულებებს! მოსამართლე ქოჩქიანი და მთავრობის ყველა წევრი, ვინც მიიღო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების და მისი აზარბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება, თანამონაწილე იქნება ყველა იმ უბედურების, რაც ამ კაცს დაატყდება თავზე!

არც ერთ ქვეყანასთან თანასწორუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობები არ მყარდება საკუთარი სახელმწიფოს ღირსების შელახვის ხარჯზე. ეს ისტორიიის კანონზომიერებააა და ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვიწევს ფასის გადახდა ოცნების მიერ ჩადენილი ამ უმსგავსო საქციელის გამო! კატასტროფაა ისაა, რომ საზოგადოების ნაწილი მთავრობის ამ საქციელის პოლიტიკური მიზანშეწონილობით გამართლებას ცდილობს და აქეთ აგრესიულად ეჩხუბება ყველას, ვინც აკრიტიკებს ხელისუფლების უმსგავსო ქცევას! ასეთი მორალური დეგრადაცია იშვიათად მინახავს!

ორ ფეხზე დგომით და ღირსებით არა?! ფუი თქვენი…“

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად