ლაშა ფარულავა: ირაკლი კობახიძის 100-დღიანი “ბრძოლა” მაღალ ფასებთან და რეალობა სინამდვილეში, ანუ რა გაძვირდა მას შემდეგ

ე.წ. ფასებთან ბრძოლა სინამდვილეში ფასების ზრდის 100 დღედ გადაიქცა, რადგან გაძვირებული ცხოვრების უკან დგას „ოცნების“ ყულაბა და კორუფციული ინტერესები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საკვებით დასრულებული“.

„ირაკლი კობახიძის 100-დღიანი “ბრძოლა” მაღალ ფასებთან და რეალობა სინამდვილეში, ანუ რა გაძვირდა მას შემდეგ: ელექტროენერგია – +33%; პური/ფქვილი – +10-20%; ხორცი – +10-20%; ბოსტნეული/ხილი – +30%-ზე მეტი; რძის პროდუქტები – +15-25%; კვების ობიექტები/რესტორნები – +15-25%; კვერცხი და პროდუქტების სრული სპექტრი – გაძვირებული; მედიკამენტები – +10-15%; საგზაო ჯარიმები – გაორმაგებული; 6 წლამდე ავტომობილების იმპორტი/განბაჟება – გაორმაგდა/გახუთმაგდა; საწვავი – +40-50 თეთრი/ლიტრი; საქალაქთაშორისო მგზავრობა – +20%; ირიგაცია (მორწყვა) – გაძვირდა ფერმერებისთვის; ქორწინების რეგისტრაცია – გაძვირდა; კომუნალური გადასახადები – ჯამში მნიშვნელოვნად გაზრდილი; ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვა – აძვირებს პროდუქციას; პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საკვებით დასრულებული. ე.წ. ფასებთან ბრძოლა სინამდვილეში ფასების ზრდის 100 დღედ გადაიქცა, რადგან გაძვირებული ცხოვრების უკან დგას “ოცნების“ ყულაბა და კორუფციული ინტერესები“, – წერს ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?