დიმიტრი პესკოვი – ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთთან ომის შესახებ საუბრობენ, რუსეთის დემონიზებას ცდილობენ

ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთთან ომის შესახებ საუბრობენ რუსეთის დემონიზებას ცდილობენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სიტუაცია ნათელია, ეს არის რუსეთის დემონიზების მცდელობა, მტრის იმიჯის შექმნა, რომელიც გადასახადის გადამხდელებისგან დამატებითი თანხების გამოძალვის მიზნით გამოიყენება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს კიევთან ერთად ევროკავშირიც განიცდის.
„ცხადია, კიევის რეჟიმის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის ფინანსური ტვირთის ევროპელ გადასახადის გადამხდელებზე გადატანის პროცესი იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა