თბილისის მიმართ აზერბაიჯანული სამთავრობო მედია მკაცრ ტონს სამშვიდობოთი ცვლის – Netgazeti

ბაქო, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სამთავრობო მედიის საშუალებით თბილისის მიმართ ულტიმატუმებისა და კრიტიკული სტატიების ტონით გამოირჩეოდა, ახლა სამშვიდობო ტონით საუბრობს.რამდენიმე თვის წინ, 2025 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის რამდენიმე სახელისუფლებო მედია გამოცემა სომხეთთან სატრანზიტო ტარიფების საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში ადანაშაულებდა და ბაქო-თბილისს შორის “კონფლიქტის დეტალებს” ასაჯაროვებდა. ამასთან, საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებაზე წერდა, რომ ბაქო „უპასუხოდ ვერ დატოვებდა“ საკუთარი მოქალაქეებისადმი უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატეოდა.ბოლო რამდენიმე დღეა კი, სამთავრობო საინფორმაციო პორტალი Trend.az აზერბაიჯანი-საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ხიდებზე სტატიებს აქვეყნებს.“მსოფლიოში სავაჭრო მარშრუტების გადანაწილებაზე დავები გრძელდება, ამ დროს აზერბაიჯანი და საქართველო აკეთებენ იმას, რაზეც სხვები მხოლოდ საუბრობენ – ისინი საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას რეალურ შემოსავლად და გავლენად აქცევენ. ეს ქვეყნები უკვე აღარ არიან უბრალოდ პარტნიორები შუა დერეფანში – ისინი ამ მარშრუტის ხერხემლად იქცნენ”, – წერს აზერბაიჯანული სამთავრობო გამოცემა trend.az სტატიაში სახელწოდებით “ბაქო–თბილისის ღერძი: მშვიდი სატრანზიტო რევოლუცია სამხრეთ კავკასიაში”.ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში ბაქო და თბილისი აქტიურად თანამშრომლობენ – ტარდება შეხვედრები, ფორუმები და იდება შეთანხმებები. საქართველო ასევე შეუერთდა საერთაშორისო ასოციაციას „ევრაზიული სატრანსპორტო მარშრუტი“.გამოცემამ 3 აპრილსაც გამოაქვეყნა სტატია აზერბაიჯან-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე სახელწოდებით „ენერგეტიკული ხიდი: ბაქოსა და თბილისის როლი ევროპული ბაზრის მდგრადობის უზრუნველყოფაში”, რომლის მიხედვით, 2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სტაბილურად ფართოვდება, რასაც თან ახლავს ვაჭრობის ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციის გაღრმავება.“2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარტნიორობა „სტაბილურ აღმავალ დინამიკას“ აჩვენებს და ორმხრივ ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიაში „რეგიონული ინტეგრაციის მთავარ ლოკომოტივად“ აქცევს” – ნათქვამია აზერბაიჯანული პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?