უკრაინა რუსული ხომალდის, „ივანოვეჩის“ ჩაძირვის შესახებ იუწყება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო [ГУР] იუწყება, რომ 31 იანვრისა და 1 თებერვლის ღამეს სპეცდანიშნულების რაზმმა გაანადგურა რუსულის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატერი „ივანოვეც“.
უწყების გავრცელებული განცხადების თნახმად, ოპერაციის დროს კატერი ოკუპირებულ ყირიმში, ტბა დონუზლავში იმყოფებოდა. „კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შედეგად ხომალდმა მიიღო დაზიანებები, რომლებიც არ ითვალისწინებს მოძრაობის შემდგომ გაგრძელებას“, – ციტირებს განცხადებას „უკრაინსკა პრავდა“.
უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ხომალდის დაახლოებითი ღირებულება 60-70 მილიონი ამერიკული დოლარია.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში ამბობენ, რომ ეს „საკმაოდ არსებითი დანაკარგია“, იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ შავი ზღვის ფლოტს მხოლოდ სამი ასეთი კატერი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ