თათრეთში ბაზირებული ბატალიონი „ალგა“ უარყოფს უკრაინაში პირადი შემადგენლობის სრულ განადგურებას

თათრეთში ბაზირებული ბატალიონის, „ალგის“ ხელმძღვანელობა უარყოფს უკრაინაში პირადი შემადგენლობის სრულ განადგურებას.
„იდელ. რეალიის“ ცნობით, ბატალიონის შესაბამისი ვიდეომიმართვა ქვედანაყოფის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ბატალიონის სრულ განადგურებაზე გავრცელებული ჭორების შესახებ… ჩვენი ბატალიონი წარმატებით ახორციელებს საბრძოლო ამოცანებს”, – აცხადებს ანონიმი ჯარისკაცი ქვედანაყოფის სახელით გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თანამებრძოლები დაკარგეს.
გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ბატალიონი „ალგა“ ბახმუტთან გაანადგურეს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თათრეთის მთავრობამ ადგილობრივებისგან შექმნა ორი ბატალიონი: „ალგა“ და „ტიმერი“. ადგილობრივი მედიის ცნობით, თათრეთის ოფიციალურმა პირებმა “მოხალისეები” ძირითადად ფულით გადაიბირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა