ბექა ლილუაშვილი – მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება”

მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა “ოცნების” მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე, მატყუარა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი – ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ისინი ვინც დღეს ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ, ქართველი ხალხის “ოცნებას” უპირისპირდებოდა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ქართველი ხალხის 2012 წლის „ოცნებას” უღალატა და ჩამოყალიბდა მატყუარა ძალად“.
„30 დეკემბერს ივანიშვილის ტყუილის შემდეგ, ტყუილი ყრილობაზეც გაგრძელდა და საკუთარ ხალხთან ერთად პარტიის წევრები ერთმანეთსაც ატყუებდნენ, თითქოს ღარიბაშვილი თავის ნებით გადადგა, თითქოს ძმურ თანადგომას პირდება ს, თითქოს ხელისუფლებაში ყოფნიდან მეთორმეტე წელს გაახსენდათ “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო დამარცხება იმ ხალხით ვინც ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ და 2012 წელს ქართველი ხალხის ოცნების წინააღმდეგ იბრძოდა. საბოლოო ჯამში მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში ხელში შეგვრჩა “ოცნების” მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე და მატყუარა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი. ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება”. 2024 წლის არჩევნებზე ნეონაცური ოცნების და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” მარცხი ჩვენი მოქალაქეების დახმარებით გვაქვს გასაფორმებელი,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს