ჯაფარიძე: უსინდისო ქაჯების რეჟიმმა კიდევ ერთხელ ჩახვრიტა ფსკერი

ჯაფარიძე: უსინდისო ქაჯების რეჟიმმა კიდევ ერთხელ ჩახვრიტა ფსკერი
05 აპრ 202618:20
დღეს დილით, დაახლოებით 4 საათზე, უსინდისო ქაჯების რეჟიმმა კიდევ ერთხელ ჩახვრიტა ფსკერი
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თითქმის ყოველ საღამოს ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე, ღამით დააკავეს, სასწრაფოდ გააქანეს სასამართლოში და რამდენიმე საათში, პრაქტიკულად ყოველგვარი სამართლებრივი დაცვის გარეშე, გააძევეს აზერბაიჯანში
სამართალი და ადამიანობა რომ არ არსებობს, გასაგებია
თუმცა სამარცხვინო სხვა რამეა:
ეს ‘ოპერაცია’, რომლის დღისით ჩატარების ერთი ადგილიც არ აღმოაჩნდათ ამ გარეწრებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ იმას, რასაც ბავშვობიდან გვინერგავდნენ ჩვენ და ვუნერგავთ ჩვენს შვილებს
სტუმარი ღვთისაა
ამ ქვეყანაში სტუმარი ყოველთვის იყო ხელშეუხებელი�სტუმრის დაცვა — ღირსების საკითხი�სტუმრის გაწირვა — სირცხვილი
დღეს კი ამ ქართულგვარიანმა რაშისტებმა საკუთარი ხელით ჩააბარეს სტუმარი იმას, ვისგანაც ის თავს აფარებდა და ვისთვის გადაცემაც სტრასბურგის სასამართლომ აკრძალა
მოერიენ
სამაგიეროდ ირანის ელჩთან დგანან ოთხზე