ვიქტორ ორბანიPhoto: Simon Wohlfahrt/AFP via Getty Imagesმას შემდეგ, სერბეთისა და უნგრეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სერბეთში, TurkStream-ის მილსადენის, რომელიც ევროპას რუსულ ბუნებრივ აირს აწვდის, მახლობლად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მილსადენის დასაცავად ორივე ქვეყანა უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს.
“ჩვენი ინფორმაციით… მზადდებოდა დივერსიული აქტი” – განაცხადა ორბანმა ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
სერბეთში მომხდარ ინციდენტში უკრაინის პირდაპირ დადანაშაულების გარეშე, ორბანმა განაცხადა, რომ “უკრაინა უკვე წლებია ცდილობს ევროპა რუსულ ენერგორესურსს ჩამოაშოროს”.
“TurkStream-ის რუსული მონაკვეთიც მუდმივად სამხედრო თავდასხმების ქვეშაა. უკრაინის ქმედებები უნგრეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს” – დაამატა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ის, რასაც სამინისტრო აღნიშნულ შემთხვევასთან კიევის დაკავშირების მცდელობად მიიჩნევს.
“უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ეს მოსკოვის მიერ უნგრეთის არჩევნებში ძლიერი ჩარევის ფონზე, მორიგი რუსული ოპერაციაა” – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგიი ტიხიმ, X-ზე.
“მომზადებული საბოტაჟის” შესახენ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა უნგრეთის ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმაც, პეტერ მაგიარმა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა, სავარაუდოდ, ორბანის საარჩევნო პერსპექტივების გაძლიერებას ემსახურება.
“რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ მიუთითა, რომ კათოლიკური აღდგომის დღეებში, უნგრეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სერბეთში გაზის მილსადენზე ‘შემთხვევით' რაღაც მოხდებოდა. და ასეც მოხდა” – განაცხადა მაგიარმა.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.
WP: დაბალი რეიტინგის გამო რუსული დაზვერვა ორბანზე თავდასხმის ინსცენირების იდეით გამოვიდა