გამოითქვა კონკრეტული პოზიციები, დაისვა კითხვები, რომელზეც არგუმენტირებული, ამომწურავი პასუხი მიიღეს – გივი მიქანაძე ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტზე

საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები დასრულდა. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის შეფასებით, განხილვებმა, ვენეციის კომისიის დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო ნათელი გახადა.
მისი თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, რაზეც მათ არგუმენტირებული და ამომწურავი პასუხი მიიღეს.
“განხილვებმა შესაძლებელი გახადა, მათთვის უფრო ნათელი გამხდარიყო ყველა ის კონკრეტული ნაბიჯი, რაც ამ კანონპროექტებით არის დადგენილი. შესაბამისად, მათი მხრიდან გამოთქმული იქნა კონკრეტული პოზიციები, ასევე დასმული იქნა სხვადასხვა კითხვები, რომელზეც მათ არგუმენტირებული, ამომწურავი პასუხი მიიღეს”, – განაცხადა მიქანაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის ს შეფასებით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, ვენეციის კომისია საქართველოს საკანონმდებლო საკითხებში დაეხმარება.
“ისინი დგანან, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მხარდამხარ, ამ სახელმწიფო ინტერესების რეალიზაციის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებაში. მათ შორის, ამის ისე გაკეთებაში, რომ მკაფიოდ და ცალსახად იქნას შესრულებული ცხრა რეკომენდაცია. თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, ისინი დაგვეხმარებიან”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ