აფგან სადიგოვს, რომელიც გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძეევებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სადიგოვს ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით.
მისივე შეფასებით, ჟურნალისტის საქართველოში ყოფნა კითხვებს აჩენს, რადგან მასაც შეეძლო ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრება, მაგრამ სადიგოვი საქართველოს არ ტოვებდა. „საქართველოში დროებით მცხოვრებ და ანტისამთავრობო აქციების აქტიურ მონაწილეს აზერბაიჯანელ ე.წ. “ჟურნალისტს” აფგან სადიგოვს, რომელიც როგორც იქნა გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლშვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. ანუ თავადაც შეეძლო იქ წასულიყო. ისმის 2 კითხვა: რატომ არ უერთდებოდა ამდენი ხანი ოჯახს? რა აჩერებდა საქართველოში? აი ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა