მამა დოროთე ყურაშვილი: პატრიარქს სულიწმიდა არ ირჩევს, პატრიარქს სინოდი ირჩევს

“დღეს დაიწყეს მღვდელმთავრებმა ისეთი სწავლება, რომ თითქოს პატრიარქს სულიწმიდა ირჩევს და ეს წინასწარ მომზადებაა, ვისაც თვითონ აირჩევენ, ან აირჩევს, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ეს ღმერთმა აირჩია და როგორ შეძლება პროტესტის გამოთქმა, რაც არის არასწორი. პატრიარქს სულიწმიდა არ ირჩევს. პატრიარქს არასოდეს არ უთქვამს, როცა ეპისკოპოსს ირჩევდა, ეს სულიწმიდამ გამოირჩიაო. თვითონ ირჩევდა, სინოდი ირჩევდა და ასევე პატრიარქსაც სინოდი ირჩევს. წმინდა სინოდი არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სინოდის წევრია, წმინდაა. იქ სავსეა უწმინდურობაც.
ქრისტეს 12 მოწაფე უფრო დიდი ხომ იყო ვიდრე წმინდა სინოდის წევრები? მაგრამ ერთი იყო იუდა. ამიტომ სრულებითაც არ არის გამორიცხული, რომ წმინდა სინოდში ბევრი იუდა იყოს. 12-დან ერთი თუ იყო, 39-დან 3-4 რომ იყოს, არ არის გამორიცხული.
სინოდი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს კრებას. სინოდია ნიშნავს მცირე კრებას და ეპისკოპოსების შეკრებას სინოდი ჰქვია, ანუ კრება და წმინდა ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობაში კრებსითობა არის წმინდა… ასაკის შეზღუდვა პატრიარქობისთვის და ზედა ასაკის დანიშვნა, მე ვფიქრობ, შეცდომაა. ეს ჩვეულებრივად უნდა შეიცვალოს. როგორ შეიძლება, თუ ადამიანი არის 75-ის, მაგრამ ჯანზეა და მითუმეტეს ღირსეულია და მითუმეტეს მას ეკლესიის ცხოვრებაშიც დიდი ღვაწლი აქვს, როგორ შეიძლება მას პატრიარქობა აუკრძალო იმის გამო, რომ 70-ს გადაცდენილია. ეს შეუძლებელია, არასწორია. თუ ამას გაითვალისწინებს სინოდი, შეცდომა უფროა, ვიდრე სულიწმიდით ნაკარნახევი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ღმერთი იმოქმედებს და ჩვენს ეკლესიას ღვაწლმოსილი პატრიარქი წარუდგება. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ახალგაზრდა, რადგან არ არის დღეს ის დრო, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელმა პატრიარქმა შეძლოს ასეთ რთულ დროს, ვიტყოდი, რომ თვითონ პატრიარქობის დროს არ იყო, როცა ილია მეორე გახდა პატრიარქი. მაშინ ერთი წყობა იყო, იცოდი რა ხდებოდა, აუბამდი ფეხს… ახლა სრული გაურკვევლობაა, სამყარო იცვლება და ჩვენ სამწუხაროდ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, რომ ერებთან ურთიერთობას ვკარგავთ, რაც ჩვენთვის იყო ოცნება… აქეთ ირანი გვემუქრება, აქეთ , აქეთ ჰოი საოცრებავ და დიფ სთეითი და ასეთ დროს გვჭირდება ისეთი პატრიარქი, რომელიც თავისი ღვაწლმოსილებით, გონივრულობით, გამოცდილებით შეძლებს ეკლესიის და ერის სამშვიდობოზე გაყვანას.” – ამბობს ქადაგების დროს მამა დოროთე ყურაშვილი.