გვექნება შესაძლებლობა, შევაფასოთ კონკრეტული პროგრესისა და წარმატებული საქმეების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო – რატი იონათამიშვილი რატი ბრეგაძის პარლამენტში მოსმენაზე

მმართველ გუნდში, იუსტიციის სამინისტროს მუშაობას პოზიტიურად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ სამინისტროს არაერთი წარმატებული საქმე აქვს განხორციელებული.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან თავდასხმები, გასაკვირი არარის და მათი პოზიცია, საფუძველს მოკლებულია.
“ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ წარმატებით შევაფასოთ კონკრეტული პროგრესისა და წარმატებული საქმეების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო. პირველად არ გვესმის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოებრივი და ისტორიული მნიშვნელობის საქმეებს, თუნდაც სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების მაგალითზე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს ელოდებიან. რატი ბრეგაძე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა