რუსეთში, სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა 23 წლის ქალს, რომელსაც “ნაციზმის რეაბილიტაცია” ედებოდა ბრალად. ინფორმაციას მედია Baza ავრცელებს.
2023 წლის ივლისში ქალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ “უღიტინებს” მკერდზე ვიდეოს ავტორი დედა-სამშობლოს ძეგლს.
ვიდეოთ სამართალდამცავები დაინტერესდნენ და ქალის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, მაგრამ ალიონ შრი-ლანკაში, 6 თვით გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნებული ეჭვმიტანილი აეროპორტში დააკავეს.
მოგვიანებით გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ალიონა ბოდიშს იხდის:
“მინდა პატიება ვთხოვა ვოლგოგრადელებს და მთელს რუსეთს. ვთხოვ ყველას, ნუ ჩაიდენენ იმ საქციელს, რომელიც მე გასულ ზაფხულს ჩავიდინე. ჩემი სისულელით ვერც დავუშვი, რომ ვინმეს გრძნობებს შეურაცხვყოფდი. პატიებას ვითხოვ რუსეთის მოქალაქეებისგან”.
ცნობილი ქანდაკება მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადის ბრძოლაში დაღუპულთა საპატივცემულოდ ქალაქ სტალინგრადში (ამჟამად ვოლგოგრადი) 1959 წელს აღიმართა.