“კურტანიძე, შე არაკაცო, რაც დათესე, იმას იმკი” – ლუკა კურტანიძეს მეორე ცოლი, ქეთი ყველაშვილი, პასუხობს

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატი ელდარ (ლუკა) კურტანიძე, რომელიც სასამართლომ ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა და 7 თვე მიუსაჯა, ციხიდან ერთი თვის წინ გათავისუფლდა. რამდენიმე დღის წინ მან წერილი გაავრცელა, სადაც ახსენა მეორე მეუღლეც და შვილებიც, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან და როგორც ქეთი ყველაშვილი ყვებოდა, სანამ ლუკას მესამე ცოლმა, საკუთარი წილიდან ფართი არ აჩუქა, მხოლოდ ერთი სარდაფს ფლობდნენ. კურტანიძუს წერილს, სოციალურ ქსელში, ქეთი ყველაშვილი ეხმაურება და წერს:#კურტანიძელუკა შე არაკაცო მთელი ცხოვრება რომ სირაქლემის მდგომარეობაში ხარ და სხვებს აბრალებ ყველაფერს…. ვინ გაიძულა რომ #ნოესულაბერიძეთან შვილები უარყავი…. ხათუნა მიქაცაძემ შე ფარისეველო?? ხმას როგორ იღებ ….არ გაბედო ჩემი შვილების ხსენება, თორემ თვალებს ამოგთხრი….შენ რა კაცი და მამაც ხარ პირველ რიგში მე და ჩემმა შვილებმა ვიცით და არ გაბედო ხსენება მათი….!!!
ცილს ვის სწამებ შე კაცის არამსგავსო… რომ მოგვისიე შენი ტიკტოკერა ნაშა ფულზე და ოქროზე გაყიდული #მეფარიშვილისოფია ცოტაღა აკლია სოფიობა, როგორ გაბედეთ ჩემი და ჩემი შვილების ხსენება….ეხლა მისი ძმა დაიყენე დიდებულ დამცველად #ივანემეფარიშვილი ცოტა დაოკდით და მიხედეთ თავებს და არ გაბედოთ ჩემი და ჩემი შვილების ხსენება პირუტყვებო….
არც კი გრცხვენია კურტანიძე არაფრის ფასი არ გაქვს რაც იყავი ისიც აღარ ხარ….უფალი სამართლიანია და იმას იმკი, რაც დათესე!!!!!ცნობისთვის, 2025 წელს ქეთი ყველაშვილმა “ამბებთან” თქვა, რომ იგი ლუკას მეორე მეუღლე იყო და 2 შვილი ჰყავს მისგან, რომლებსაც მარტო ზრდის და სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან, რადგან, კურტანიძემ ქონება გადამალა.იგი ყვებოდა, რომ ტაძარში გაიცნო კურტანიძე და პირველ მეუღლეს უკვე გაშორებული იყო. თუმცა, მეორე ცოლთან ერთად ცხოვრების პერიოდში, პირველი ცოლისგანაც შვილი შეეძინა.“ლუკა მიყ­ვე­ბო­და, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მორ­ჩი­ლად ცხოვ­რობ­და ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში და მის სამ შვილს, ლუ­კას და პატ­რო­ნობ­და.
ის მარ­თლა მორ­ჩი­ლად იყო, შემ­დეგ მე და ლუ­კას ბავ­შვი რომ შეგ­ვე­ძი­ნა, მი­თხრა, რომ ჩა­მო­ვი­და, სახ­ლში, შვი­ლებ­თან დაბ­რუნ­და. მა­პა­ტი­ოს მან, მის შე­სა­ხებ რომ ვსა­უბ­რობ.. საბა რომ გა­მიჩ­ნდა, სამი თვის იყო, რო­დე­საც მი­თხრა, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ნანა, მის­გან ორ­სუ­ლად იყო. ისე­თი სტრე­სი მი­ვი­ღე, რომ ერთი კვი­რა ლო­გი­ნი­დან ვერ ვდგე­ბო­დი” – ჰყვება ის.
ქეთი გამოცემასთან ჰყვებოდა იმაზეც, რომ ბავშვებთან ერთად, მუდმივ სტრესში იყო:
“ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვი შვი­ლებ­თან. საბა რა­ტომ გა­ე­კა­რა მის ვე­ლო­სი­პედს, ბავ­შვი წკეპ­ლით სცე­მა. ალ­ბათ მისი ფსი­ქი­კა იყო ასე­თი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გა­და­უც­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე გაბ­რაზ­და და ჩა­არ­ტყა ბავ­შვს. ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს ცხვირ­ზე. მი­თხრა, რომ შენ თქვი ბავ­შვი გად­მოგ­ვარ­და სა­წო­ლი­და­ნო..”
რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსს, ქონების გადამალვას და ცხოვრებას კურტანიძესთან დაშორების შემდეგ, ქეთი ასე იხსენებს:
“დე­ი­დას­თან ვი­მა­ლე­ბო­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად. და­შო­რე­ბის შემ­დეგ დე­დას­თან დავ­ბრუნ­დი. ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დი ვთხოვ­დი, რომ იმ­დე­ნი სახ­ლე­ბი და ფარ­თე­ბი ჰქონ­და, ჩვენ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ე­ცა.
ბავ­შვე­ბის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. სა­სა­მარ­თლომ მოგ­ვცა გორ­გას­ლის ფარ­თი, და­ნარ­ჩე­ნი გა­და­მა­ლა. დარ­ჩა სარ­და­ფი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ ბავ­შვებს მი­ა­კუთ­ვნა და ალი­მენ­ტი რა თქმა უნდა. სა­ბას მა­მას ისე ენატ­რე­ბო­და, სი­ცხე­მაც კი მის­ცა, რო­დე­საც ვწერ­დი ამა­ზე პო­ლი­ცი­ას მიგ­ზავ­ნი­და სახ­ლში, რომ ოჯახს მინ­გრევ­სო.
ოთხ ბან­კში მქონ­და სეს­ხე­ბი, მო­გეხ­სნე­ბათ ბავ­შვებს რამ­დე­ნი უნდა. მე ვერ ვმუ­შა­ობ­დი, დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და. დე­და­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.
ახლა სა­დაც ვცხოვ­რობთ, ეს ფარ­თი სარ­და­ფად არის გა­ტა­რე­ბუ­ლი. დახ­მა­რე­ბა ვი­თხო­ვე, მივ­მარ­თე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და მა­ლე­ვე მო­ვიდ­ნენ, მი­თხრეს რომ გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­ან. გო­გო­ნას პრობ­ლე­მე­ბი აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი. მე­ო­თხე წე­ლია ვებ­რძვით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. ბავ­შვმა ექიმს სთხო­ვა მა­მას­თან მინ­და გა­სა­უბ­რე­ბა, მე­ნატ­რე­ბაო. ვცდი­ლობ­დით კონ­ტაქ­ტზე გას­ვლა, ექი­მი და მე, მაგ­რამ არ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. დაგ­ვბლო­კა…
მეგონა ის თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის რა­ღა­ცას გა­ი­მე­ტებ­და. ერთხელ ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა იუ­რის­ტმა მე­ჩხუ­ბა, რა­ტომ უკარ­გავ შენ შენს შვი­ლებს იმას რაც მა­თია. რა­ტომ ზი­ხარ და რა­ტომ გი­ჭირს. ამან გა­მო­მა­ფხიზ­ლა და მა­შინ იყო ბან­კი­დან ბან­კში რომ ვფა­რავ­დი ვა­ლებს. თა­ვად და­მიდ­გა გვერ­დში და ის მი­ნი­მუ­მი ალი­მენ­ტი და­ვა­ნიშ­ვნი­ნეთ. ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სახ­ვი­სა და ის სარ­და­ფი სა­დაც ვცხოვ­რობთ, მო­სა­მარ­თლემ მი­ა­ნი­ჭა ბავ­შვებს. სამ­გორ­ში ბინა უყი­და თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას ბავ­შვებს, მშე­ნე­ბა­რე­ში. დას­რულ­და თუ არა, მა­შინ­ვე გა­უ­ყი­და ბავ­შვებს.
ლუკა კურტანიძის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურტანიძის ყოფილმა მეუღლემ, ხათუნა მიქაცაძემ, რომელიც ლაკასა და ქეთის დაშორების შემდეგ იყო კურტანიძის მეუღლე, როცა გაიგო ქეთის და მისი შვილების მდგომარეობა, საკუთარი წილიდან ფართი აჩუქა. კურტანიძე და მისი ახალი მეგობარი გოგო (როგორც ქეთი ჰყვება) კი, ამ ფართის უკან დაბრუნებასაც ითხოვენ.
ქეთი ამ ამბავს ასე იხსენებს:
“ხა­თუ­ნამ და­მი­რე­კა, ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და შენ­თან სა­უ­ბა­რიო. მი­თხრა, რომ ბავ­შვებს მინ­და ჩემი წი­ლი­დან ბორ­ჯომ­ში ვა­ჩუ­ქო რა­ღაც ნა­წი­ლი.
ჩვენც გვე­მუქ­რე­ბო­და მაგ სახ­ლი­დან გაგყრი­თო. ეს მას შემ­დეგ, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ხა­თუ­ნამ გად­მოგ­ვი­ფორ­მა და ბორ­ჯო­მის სახ­ლის მე­წი­ლე ვი­ყა­ვი. ვერ გა­ვი­გე, რა­ტომ ან რა უფ­ლე­ბით მე­ჩხუ­ბე­ბო­და. რა­ტომ უნდა მეთ­ქვა უარი, კი­დევ რომ მა­ჩუ­ქოს ვინ­მემ, რა­ტომ უნდა ვთქვა უარი. ქო­ბუ­ლე­თის სას­ტუმ­რო მის სა­ხელ­ზეა, ასე­ვე მან­ქა­ნა. თა­ვად ირი­გონ ქო­ნე­ბა, გუ­შინ­დელ­მა თვით­მარ­ქვია ცო­ლებ­მა და მე ორი შვი­ლი ვარ, მო­ვიდ­ნენ და და­ინ­ტე­რეს­დნენ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვცხოვ­რობთ.”
“დაამტრვია რკინის 5 კარი, გამხეცებული  მამცირებდა” – ლუკა კურტანიძის წერილი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს