უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში 207 ჯარისკაცი დაბრუნდა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. უკრაინაში 207 ჯარისკაცი დაბრუნდა. მედიის ინფორმაციით, მათ შორის 1 ქართველი, 59 წლის ზაქრო ნონიაშვილია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 195 უკრაინელი ტყვე ამდენივე რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პარალელურად, გრძელდება ბრძოლები. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქში მდებარე საავადმყოფოზე. არიან დაშავებულები.
დაიბომბა სუმის ოლქიც. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში ფრთოსანი რაკეტებთ მათ აეროდრომს შეუტიეს. პარალელურად ფრონტზე საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტზე საუბრობენ უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსნები. მათი განმარტებით, ქვეყანას არსებულზე სამჯერ მეტი ჭურვები სჭირდება და ეს საარტილერიო სისტემებსაც ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები