პაკისტანში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საარჩევნო კანდიდატი მოკლეს

პაკისტანში საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს რეჰან ზებ ხანი, დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი მოკლეს. მას ბაჯაურის რეგიონში ბაზარში ყოფნისას მანქანაში ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია 3 სხვა ადამიანი.
8 თებერვალსაა დანიშნული და, ამგვარად, მკვლელობა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS-K) აიღო.
გარდაცვლილი კანდიდატი ს ყოფილ პრემიერმინისტრ იმრან ხანის პარტიასთან, პაკისტან თეჰრიკ-ე-ინსაფ-თან (PTI), არის დაკავშირებული.
პაკისტანის საარჩევნო კომისიის (ECP) გადაწყვეტილებით, PTI-ს საკუთარი პარტიული ლოგოს გამოყენება აეკრძალა, რის გამოც მის კანდიდატებს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად რეგისტრირება მოუწიათ.
უკანასკნელ კვირებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა პაკისტანში დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი თავდასხმას ემსხვერპლა. მანამდე, 10 იანვარს, კარდაკარ სიარულისას კანდიდატი მალიკ კალიმ ულაჰი მოკლეს.
ამასთან, 31 იანვარს, ბელუჯისტანის პროვინციაში პაკისტანის სახალხო პარტიის (PPP) რამდენიმე კანდიდატის ოფისებსა და საცხოვრებლებს და პაკისტანის მუსლიმური ლიგის (PML) საარჩევნო ოფისს დაესხნენ თავს. შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა.
სულ მცირე ერთ-ერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, აიღო.
30 იანვარს პაკისტანის ბელუჯისტანის რეგიონში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პაკისტანის საარჩევნო კომისიამ ძალადობის ფონზე უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობის პირების საგანგებო შეხვედრა მოაწყო. ამასთან, პაკისტანის მთავრობის განცხადების მიხედვით, ყოველწლიური კონფერენციისთვის პაკისტანელი სამხედროები შეიკრიბნენ და საარჩევნო კომისიის დასახმარებლად არჩევნების დროს ქვეყნის ჯარის მობილიზება განიხილეს.
“არავის არ ექნებოდა პოლიტიკური აქტივობის სახელით თამამი ძალადობისა და დემოკრატიისთვის უმთავრესი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწყობის საბოტაჟის შესაძლებლობა”. – წერია პაკისტანის მთავრობის განცხადებაში.
30 იანვარს, პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებისთვის.