ფრანგული მედია: 200 უკრაინელი სამხედრო ლიბიის სანაპიროზეა განლაგებული

რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერი, Арктик Метага უკრაინული იერიშის შემდეგ. 2026 წლის 4 მარტიორი კარგად ინფორმირებული ლიბიური წყარო Radio France Internationale-ს უყვება, რომ ტრიპოლის მთავრობასთან შეთანხმებით ლიბიაში 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ოფიცერი და ექსპერტია განლაგებული. უკრაინელი სამხედროები ლიბიაში სამ ლოკაციაზე იმყოფებიან.
RFI-ის წყაროების თანახმად, ისინი თავდაპირველად მისრატას საჰაერო ძალების აკადემიაში იყვნენ განთავსებულნი. ეს დიდი ობიექტი თურქეთის, იტალიისა და -ს აფრიკის სარდლობის ძალებს მასპინძლობს. აკადემიის სიახლოვეს ბრიტანული დაზვერვის ცენტრიც მდებარეობს.
RFI-ის ინფორმაციით, უკრაინელებს აქვთ მეორე სრულად აღჭურვილი ბაზა საჰაერო და საზღვაო დრონების გაშვებისთვის ქალაქ ზავიაში, დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრით ჩრდილოეთით, ძალიან ახლოს მელიტას ნავთობის კომპლექსთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედი ობიექტია ლიბიაში.
მესამე ლოკაცია, RFI-ის წყაროების მიხედვით, გამოიყენება უკრაინულ ძალებსა და ლიბიის არმიას შორის საკოორდინაციო შეხვედრებისთვის. ის არმიის 111-ე ბრიგადის შტაბში, ტრიპოლის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. იმავე წყაროების თანახმად, სწორედ ალჟირში უკრაინის სამხედრო ატაშეს, გენერალ ანდრეი ბაიუკის ოფიციალური მოთხოვნით, ტრიპოლიმ უკრაინელ სამხედრო წარმომადგენელთან გასულ ოქტომბერში გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინელებს ლიბანში განლაგების უფლება მიეცათ. სანაცვლოდ, ტრიპოლი უკრაინისგან ლიბიელი სამხედროების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გადამზადებას იღებს, განსაკუთრებით დრონების გამოყენებაში. გრძელვადიანი შეთანხმება უკრაინის მხრიდან  იარაღის გაყიდვასა და ლიბიის ნავთობის სექტორში ინვესტიციებს ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 2026 წლის 4 მარტს მოსკოვმა და ბრიტანული დაზვერვა რუსული ტანკერ Арктик Метагаз-ზე იერიშის მიტანაში დაადანაშაულა. მოსკოვმა მაშინ განაცხადა, რომ იერიშისთვის უკრაინამ საზღვაო დრონი ლიბიის სანაპიროდან გაუშვა. RFI-ის წყაროების თანახმად, Арктик Метагаз მიზანში Magura V5 ტიპის საზღვაო დრონმა ამოიღო, რომელიც უკრაინელებმა ლიბიის ტერიტორიიდან, კეძოდ კი მელიტას ბაზიდან, გაუშვეს.