ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა უძრავი ქონების დაუფლებას – დაკავებულია 1 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით. ამ მიმართულებით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედაგად, დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.
კერძოდ, ბრალდებულმა სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით სანატორო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.
მოცემულ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – თქვეს სუს-ის ბრიფინგზე.