ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თეირანში გამართულ კონფერენციაზე “საერთაშორისო სამართალი თავდასხმის ქვეშ: აგრესია და თავდაცვა.”Associated Pressირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის მტკიცებით, ცნობა, რომ ირანმა ისლამაბადში შეხვედრაზე უარი თქვა, მცდარია. თუმცა, მანვე დაამატა, რომ ის, რაც ირანს ადარდებს, ცეცხლის შეწყვეტის პირობებია.
ამის შესახებ არაღჩიმ X-ზე დაწერა.
“აშშ-ს მედია ირანის პოზიციას მცდარად წარმოაჩენს. მადლიერები ვართ პაკისტანის მიმართ მისი ძალისხმევის გამო და ისლამაბადში წასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს. ის, რაც ჩვენ გვადარდებს, არის ჩვენს თავს მოხვეული უკანონო ომის დასკვნითი და გამძლე დასასრულის პირობები”. – წერს არაღჩი.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ირანს 48 საათი დარჩა საიმისოდ, რომ აშშ-სთან შეთანხმება დადოს ან ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ “ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს”.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ 3 აპრილს შუამავლებმა განაცხადეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად რეგიონული ქვეყნების ძალისხმევა, რომელსაც პაკისტანი ხელმძღვანელობდა, ჩიხში შევიდა.
მედიატორების თქმით, ირანმა მათ ოფიციალურად განუცხადა, რომ არ არიან მზად მომდევნო დღეებში ისლამაბადში აშშ-ს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად და დაამატეს, რომ ამერიკის მოთხოვნები მიუღებელია.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება სთხოვა, რაც ირანის რეჟიმმა უარყო, ხოლო საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის იდეის მიმართ მზადყოფნა გამოხატა, თუკი ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა.
უფრო ადრე შუამავლებმა აღნიშნეს, რომ ირანი ომის დამთავრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუკი აშშ თეირანს რეპარაციებს გადაუხდიდა, ახლო აღმოსავლეთში ბაზებს დატოვებდა და მათ თავდაუსხმელობის გარანტიას მისცემდა.