თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა ახალგაზრდებთან შეკვეთილში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები სამეგრელოდან და ზემო სვანეთიდან.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბორდის წევრები, რომელთა შორის ერთ-ერთი თეკლა თიკანაშვილია.
თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის კონფერენციის მთავარი მიზანი და ღირებულება არის არა მხოლოდ ახალგაზრდების მოსმენა, არამედ, მათი საჭიროებების გათვალისწინებაა.
„როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებულად აინტერესებთ სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა, თუ როგორ შეუწყონ საკუთარ რეგიონში, ქალაქში, გასართობი სივრცეების გამრავალფეროვნებას ხელი.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ,“-განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია