„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი ანრი მეტრეველი: გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ათივე რეგიონი შემოვიაროთ, შევაჯამოთ და აღმოვფხვრათ პრობლემები და დავეხმაროთ მათ

„ჩვენ გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა სასტუმრო „პარაგრაფში“, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების მოსმენა, მათი პრობლემების აღმოფხვრა და დახმარება.
„ჩვენ გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. რა საჭიროებები აქვთ მათ და რა სჭირდებათ დღევანდელ ცხოვრებაში, რომ მათთვის ცხოვრება უფრო ლაღი და ლამაზი იყოს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ათივე რეგიონი შემოვიაროთ, შევაჯამოთ პრობლემები. ამ პრობლემების შეჯამების პერიოდში, აღმოვფხვრათ ეს პრობლემები და დავეხმაროთ მათ“- განაცხადა ანრი მეტრეველმა.
ცნობისთვის, შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა