მეუფე იაკობი: (სინოდში) ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი… გარედან არავის ჩავრევთ! (ვიდეო)

(სინოდში) ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, გარედან არავის  ჩავრევთ – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მაღალმა იერარქმა დღეს ამბიონიდან თქვა, რომ  ახალი პატრიარქი მხოლოდ სასულიერო პირების მიერ უნდა იყოს შერჩეული და დაუშვებელია ვინმეს მიერ მათზე ზეწოლა.

ნახავთ, ყველანაირ ქარტეხილსაც გადავივლით, არავის არ ჩავრევთ შიგნით – ამბობს მეუფე იაკობი.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, ყველას რომ გაუხარდება.

დღეს არის ვნებათაღელვა, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, გეტყვით, იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს და ეს არის სულიწმინდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს. ეს გარედან მკითხაობა ზედმეტია. ვისაც მივცემთ ხმას, აუცილებლად იქნება ის. ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქია. და ჩვენი პატრიაქრი ილია მეორისგან განსხვავებით, მას დასჭირდება თანადგომა და მხარში დგომა. 39 ეპისკოპოსი დავრჩით სინოდში, ბევრნი ვიყავით და 39 დავრჩით და უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება შევძლოთ, უნდა ვემსახუროთ ღმერთს. 

უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვტოვა. ნახავთ, რომ ყველანაირ ქარტეხილსაც გადავივლით, არავის არ ჩავრევთ შიგნით. ვინც ჩაერევა, იმპერიებს რა მოუვიდათ ჩვენთან რომ ერეოდნენ, იმათაც იგივე მოუვათ, ვინც ჩაერევა – შინ თუ გარეთ. კონკრეტრულად არავის ვგულისხმობ, თუმცა ეს სამკითხაო არ არის და სამღვდელოებასაც ძალიან ვთხოვ, ნუ ამატებენ ზედმეტ ვნებათაღელვას. დაგვაცადონ, და მივიღებთ იმ  გადაწყვეტილებას ყველას, რომ გაუხარდება. 

ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია დამერწმუნეთ, არავის არ სჭირდება არც თავრობის დახმარება არც ოპოზიციის, არც ზედმეტი იმისგან. ყველაფერი უფლისგან იქნება. ჩვენ თუ გვიყვარს ღმერთი და თუ პატრიარქი გვიყვარს, მოვიქცევით ისე, როგორც ჭეშმარიტ ქართველს შეეფერება. 

გარეთ ნუ ღელავთ, მერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. იმიტომ, რომ იქნება სამი კანდიდატი. სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და იმ ღირსეული აკნდიდატებიდან კიდევ ღირსეულს ავირჩევთ, რომლებსაც არ ავირჩევთ ისინიც ღირსეულები იქნებაინ. რომელსაც არ გვინდა პატრიარქობა, ისინიც ღირსეულები არიან, მერწმუნეთ. 

ჩვენი პატრიარქის შემდეგ პატრიარქობა, თუ გვერდში არ დაგიდგნენ, წარმოიდგინე რა ძნელი იქნება. უწმინდესმა ისე გაგვზარდა, ბოლო 9 წელი გვასწავლიდა, რომ ერთად ვმდგარიყავით. მოსაყდრე რომ გამოირჩია, მეუფე შიო, იქ ყველა საკითხს გავდიოდით ერთად. ამიტომ, უცხოები აღარ ვართ, მაგით მიგვაჩვია იმას, რომ ამრტო სინდოზე კი არ ვხდებოთ ერთმანეტს, ხშირად ვიკრიბებოდით, ძმობა და მეგობრობა გვაქვს. ამიტომ დაპირისპირებაც არ იქნბეა. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედა ეკლესია”, -თქვა მეუფე იაკობმა.