“სწორება უნდა გავაკეთოთ სლოვაკეთის მაგვარზე” – ყაველაშვილი

13
ქართული ოცნების მიერ, პრეზიდენტად დანიშნულმა მიხეილ ყაველაშვილმა. განაცხადა:
„ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, ბრიუსელი. ჩვენ ვხედავთ, რას კადრულობს ის თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართებით, როგორებიც და უნგრეთია, როგორი დამოკიდებულებითაა. სწორედ სლოვაკეთისმაგვარი ქვეყნები არიან იმედისმომცემი, ჩვენ სწორება უნდა გავაკეთოთ ამგვარ ქვეყნებზე, უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ის ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რაც ჩანს ევრობიუროკრატების მოქმედებიდან გამომდინარე, პრაგმატულ ხედვად აქციონ. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის თუ რა გვსურს. ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, ჩვენს ხედვებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის, ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა და ამას ვერავინ შეცვლის და ვერავინ გადააკეთებს. გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება