“რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას” – პუტინი – Netgazeti

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აფხაზეთთან თანამშრომლობაში დადებით ცვლილებებს ხედავს და ამასთან ერთად მხარს უჭერს მისი სუვერენული განვითარების პროცესს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის წერილი წაიკითხა რუსეთის ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სერგეი კირიენკომ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „ – ინვესტიციები მომავალში“  ფარგლებში, რომელიც სოხუმში 3-4 აპრილს იმართება.პუტინის წერილში ნათქვამია, “პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტრანსპორტის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროებში. რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და საჭიროებს აქტიურ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, ახალი პროექტების წინსვლისთვის”.ამასთან, პუტინის წერილის მიხედვით,  რუსეთის მიზანია აფხაზეთის ჩამოყალიბება თანამედროვე და კომფორტულ სახელმწიფოდ ცხოვრებისა და საქმიანობისთვის.“პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად ეხმარება მისი ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, რასაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს”, – წერს აფხაზური მედია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება