რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზ” კომპანია Черноморэнерго-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„1 თებერვლიდან ს ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ ს მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ.
„შეზღუდვების გაუქმების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, კომპანია მოსახლეობას შეტყობინებას გაუგზავნის, მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფედერაციისგან მივიღებთ ინფორმაციას ელექტროენერგიის ნაკადის შესახებ“,- წერს კომპანია