ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც არის საჯარო – მამუკა მდინარაძე

ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში. მან მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც საჯაროა, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი.
მამუკა მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება გუნდმა ერთობლივი მსჯელობით მიიღო.
„რას შეეხება გადაწყვეტილებებს, ეს იყო ს გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოზე გვქონდა ასეთი საერთო შეთავაზება, რომ მას პრემიერობის პოსტი არ დაეტოვებინა, როგორც მინიმუმ, ზაფხულამდე. როდესაც საარჩევნო მარათონი აქტიურად დაიწყებოდა, შემდეგ ყოფილიყო ეს ცვლილება, მაგრამ მან ასე არჩია. საბოლოო თანხმობა მიიღო პოლიტსაბჭოს ყველა წევრისგან, მათ შორის – საპატიო თავმჯდომარისგან. მსჯელობის დროს [ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის] იდეა თავისთავად გაჩნდა. მას არ ულაპარაკია, რომ საერთოდ პოლიტიკიდან უნდოდა წასვლა“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს