ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება – კალაძე

“დღეს უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია. არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
“პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ამ ყველაფერში “ქართული ოცნების” თითოეული მხარდამჭერის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, რომ იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს, შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ასევე, ირაკლი წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერი-მინისტრის რანგში. მინდა წარმატებები ვუსურვო, თავის გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები, საფრთხეები და გამოწვევები, რაც იყო არსად წასულა და დღესაც არსებობს. ერთიანი ძალით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში სტრუქტურულ გაძლიერებაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, იქნება წარმატებული,” – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ