“ოცნების” პრემიერებიდან ყველაზე მეტხანს ვიყავი ამ თანამდებობაზე… აუცილებელია, გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებსაც მიეცეთ საშუალება, გამოავლინონ შესაძლებლობები – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” გუნდში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გუნდის თითოეულ წარმატებულ პოლიტიკოსს თავის გამოჩენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
“დღეს, მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად განხორციელდა ცვლილებები, მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი მე პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, ჩემი მეორე, პოლიტიკური ოჯახი.
მინდა, კიდევ ერთხელ, ვუსურვო ჩემს მეგობარს, ს წარმატებები. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ მას ძმურ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას. წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება , წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიგოთ და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ.
მე მეტ დროს დავუთმობ პარტიის საქმიანობას, პარტიის გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას.
რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს – მე ყველაფერი განვმარტე და ახალს ვერაფერს გეტყვით. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტხანს – 5 წელი, ვიყავი მე ამ თანამდებობაზე. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ “ქართულ ოცნებაში”, აუცილებელია, გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებსაც მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ 2 არჩევანი არსებობდა. გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო. მე პირველი არჩევანი ვარჩიე – ახლავე გადადგომა, რადგან საჭიროა, მეტი დრო დავუთმოთ, ერთის მხრივ, მე – პარტიას და ირაკლი მ – მთავრობას და მთავრობის მუშაობას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის