ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემა3 აპრილს CNN-მა სამ ინფორმირებული წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს დაზვერვის შეფასებით, აშშ-მ და ისრაელმა ერთთვიანი დაბომბვების შედეგად ირანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით ნახევარი გაანადგურეს.
სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით, დარჩენილი გამშვები დანადგარების ნაწილი ამ ეტაპზე მიუწვდომელია, რადგან საჰაერო იერიშების ტალღების შედეგად ნანგრევების ქვეშ მოექცა.
ისრაელმა მარტში განაცხადა, რომ ირანის სავარაუდო 470 ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარის დაახლოებით 60 პროცენტი გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა – ისრაელის შეფასებით, დაახლოებით 200 გამშვები დანადგარი განადგურდა იერიშების დროს, ხოლო კიდევ დაახლოებით 80 ოპერატიულად აღარ მიიჩნევა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს მიწისქვეშა ობიექტების გვირაბების შესასვლელებს, სადაც ისინი ინახებოდა.
ამასთან, CNN აღნიშნავს, რომ აშშ-ს დაზვერვის შეფასებები ასევე მიუთითებს, რომ ირანს ათასობით საბრძოლო დრონი მარაგში კვლავ აქვს. ანგარიშის მიხედვით, ირანი ასევე ინარჩუნებს სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტების “მნიშვნელოვან მარაგს”, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაში.