შარლ მიშელი – 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა

უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას.
„ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, – წერს მიშელი.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელზედაც ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. მედიის ინფორმაციით, სამიტი დაგვიანებით დაიწყო, რადგან მანამდე გავლენიანი ლიდერები მცირე ჯგუფებად მართავდნენ შეხვედრებს. უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების საკითხი დეკემბრის სამიტზე უნგრეთმა დაბლოკა, რის გამოც ბლოკს, სპეციალური სამიტის მოწვევა დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს