წმიდა სინოდის მომდევნო სხდომის საბოლოო თარიღი გადაწყვეტილი არაა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ 24 აპრილი მხოლოდ ერთერთი ვარიანტია. იქამდე, დეკანოზმა თქვა, რომ “გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა გაიმართება 24 აპრილს“.
“მე ვთქვი, რომ 24 აპრილს არის ჩანიშნული სინოდის სხდომა, თუმცა, ეს ყოფილა ერთერთი ვარიანტი და საბოლოო თარიღი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ამის შესახებ კიდევ გააკეთებენ ცოტა მოგვიანებით კომენტარს. ამიტომ, შენდობას ვითხოვ” – აღნიშნა მამა ანდრიამ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად.
“მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელმწოდებები თავად ლაპარაკობს ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები,მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო შეთანხმება ამ თემებზე” – ამბობს დეკანოზი.
სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ასაკზე გადაწყვეტილება არ მიღებულა – მამა ანდრია
